საინჟინრო ბატალიონის სწავლება 06/24/2019 12:00 AM

  კადეტებისათვის საინჟინრო საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლება ჩაატარეს.

  საინჟინრო საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების თეორიულ ნაწილში კადეტებს გააცნეს საინჟინრო მომზადების, ნაღმებისა და დანაღმულ ველზე გადაადგილების სპეციპიკა. სალექციო კურსის შემდეგ კადეტებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სცადეს.

  საველე სწავლებაში ქართველ კადეტებთან ერთად უკრაინელი კადეტები მონაწილეობდნენ. მათ ერთკვიარიან სავლე სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთავის ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ სერტიფიკატები გადასცა. პოლკოვნიკმა მათთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სასწავლებელი პროექტში ჩართულობისათვის სერტიფიკატით დააჯილდოვა.

  პრაქტიკულ საველე სწავლებას ხელმძღვანელობს ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა

ვიდეო