საგაზაფხულო ღონისძიება 03/02/2017 5:30 PM

   სსიპ გენერალ გირგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ტრადიციული საგაზაფხულო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დედებსა და ქალებს ეძღვნებოდა (ხელმძღვანელები ნინო გედენიძე, მანანა რუხაია).

   კადეტებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა..“ ამ და სხვა არაერთი ლამაზი ლექსით, სიმღერითა და მცირე ლიტერატურული პერფომანსით მიულოცეს დედებს ეს დღე.

ფოტო გალერეა