საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენა 10/18/2018 12:00 AM

   დღეს ქუთაისის მერიის ორგანიზებით საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოფენა მოეწყო. ღია ცის ქვეშ, ერთიან პლატფორმაზე წარმოდგენილ ბაგა-ბაღებსა და სკოლებს შორის ღირსეული ადგილი ეჭირა კადეტთა სამხედრო ლიცეუმს. კადეტებმა და პედაგოგებმა დამთვალიერებლებს ნამდვილი სამეცნიერო პიკნიკი მოუწყვეს. სახალისო ექსპერიმენტები, რობოტექნიკა, ელენკო, დისტანციური მართვის ხელსაწყოს მეშვეობით სხვადასხვა ექსპრიმენტები,ოპტიკა და ელექტროობა, ადამიანის ორგანოების მულაჟები და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კადეტებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს. მოგვიანებით გამოფენაში მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კადეტებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურეს. საღამოს ქუთაისი მერი გიორგი ჭიღვარია, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის, მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქუთაისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ჩართულობისათვის. დასასრულს კი წარმატებული პედაგოგები მადლობის სიგელებითა და თაიგულებით დააჯიოლდოვა. ჯილდო გადაეცა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგს ნინო ოყრეშიძეს.

ფოტო გალერეა