საფრანგეთის სამხედრო ატაშე ლიცეუმში 03/25/2021 8:04 PM

დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი.
 
საფრანგეთის ატაშეს ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
დღესვე ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი მესამე სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდა და საფრანგეთის, სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა.
 
სტუმარმა ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
 
ფოტო გალერეა