საფრანგეთის ელჩისა და სამხედრო ატაშეს ვიზიტი 08/04/2021 12:59 PM

დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ელჩი ბატონი დიეგო კოლასი და საფრანგეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი.
 
სტუმრებს ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ უმასპინძლეს. ფრანგული მხარე ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმის სასწავლო პროგრამაში ფრანგული ენის დამატების საკითხებზე. მოგვიანებით კი ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
 
დღესვე სამხედრო ატაშე ფრედერიკ კამპოსი ფრანგული ენის პედაგოგთა შერჩევის პროცესს დაესწრო და უშუალოდ მიიღო გასაუბრების პროცესში მონაწილეობა.
 
აღსანიშნავია, რომ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. იგეგმება საფრანგეთის, ამერიკისა და იტალიის სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის დაწყება.
 
ფოტო გალერეა