საერთაშორისო ურთიერთობები 03/07/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით აქტიურ მუშაობას იწყებს. ამ მიზნით ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე იმყოფებოდა პოლონეთში, ქალაქ პოზნანის “სავაჭრო სკოლის კომპლექსში“ . სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა ანდრეი კაეზმარეკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დაწყების წერილს. ამით მხარეები თანხმდებიან მეგობრულ თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლებლების მსმენელების პირად და პროფესიულ განვითარებას. ,,მნიშვნელოვანია, რომ ლიცეუმი სხვადასხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას იწყებს. დამეთანხმებით, რომ ეს არის სწავლების ხარისხის გაზრდის, გამოცდილების გაზიარების, ქვეყნებს შორის კულტურისა და ისტორიის გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობა. მე და პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა ხელი მოვაწერეთ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების დოკუმენტს, რაც ითვალისწინებს ორმხრივ გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ სწავლებებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. 2019 წლის ბოლომდე სასწავლებლებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც გაწერილი იქნება მიზნისთვის საჭირო ყველა აქტოვობა და მხარეთა-უფლებამოვალეობანი.

ფოტო გალერეა