საერთაშორისო კონკურსი 05/23/2019 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის კადეტი თამარ დეკანოიძე იმყოფებოდა აშშ-ს არიზონას შტატის, ქალაქ ფენიქსში Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე. მასში ოთხმოცამდე ქვეყნის 2500 -მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კადეტი თამარ დეკანოიძე კონკურსში სტუდენტებთან: ერეკლე თაბაგართან, ნინო მაკასარაშვილთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორთან ლენა გომართელთან ერთად მონაწილეობდა. მათ წარადგინეს ერთობლივი პროექტი - ,,კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ“. საერთაშორისო კონკურსზე საქართველოდან წარდგენილნი იყვნენ მოსწავლეები, რომლებმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ. კადეტი თამარ დეკანოიძე კონკურსში- „ლეონარდო და ვინჩი“ სტუდენტებთან ერეკლე თაბაგართან და ნინო მაკასარაშვილთან ერთად მონაწილეობდა. მათ ერთობლივი პროექტისთვის მზადება გასულ წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში დაიწყეს. ისინი კონკურსის მეორე ადგილისა და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ.

ფოტო გალერეა