საერთაშორისო მარათონი - ,,Wings for Life World Run“ 05/07/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო 6 მაისს, კახეთში, ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, გამართულ საერთაშორისო, საქველმოქმედო მარათონში -,,Wings for Life World Run“. მარათონი, რომელიც არის მსოფლიო მასშტაბის საქველმოქმედო ღონისძიება უნიკალური ფორმატით, საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სირბილს ყველა იწყებს ერთდროულად, ერთიდაიგივე დროს (საათობრივი სარტყლის შესაბამისად). მიუხედავად იმისა, წვიმს თუ დარია, დღეა თუ ღამეა მონაწილეები მაინც დარბიან მაშინ, როცა მთელი მსოფლიო დარბის. გარბენის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, მოძრავი ფინიშის ხაზი- ფინიშის მანქანა აედევნება მორბენალებს ტრასაზე და ნელ-ნელა მოუმატებს სიჩქარეს, სანამ ყველა მონაწილეს არ ჩაუვლის. პირველი მორბენალები, რომლებიც გარბენს მორჩებიან, პირველები აღნიშნავენ თავიანთ მიღწევებს, ხოლო ყველაზე გვიან გაჩერებული მონაწილეები გამოცხადდებიან გლობალურ ჩემპიონებად. ღონისძების ორგანიზატორია ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციული ფონდი-,, Wings for Life“. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევებსა და კლინიკურ ცდებს. მარათონიდან მიღებული თანხა სრულად გამოიყენება ხსენებული კვლევებისათვის.

ფოტო გალერეა