სადისერტაციო ნაშრომის პრეზენტაცია 04/05/2018 12:00 AM

   ლიცეუმში პედაგოგ ნინო ყანჩელის სადისერტაციო ნაშრომის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ლიცეუმის დირექცია და პედაგოგები ესწრებოდნენ. მასწავლებელმა კოლეგებს საკუთარი ნაშრომი ,,ჯონ დიუის პედაგოგიკური შეხედულებები“ წარუდგინა და საკუთარი კვლევის მიზანი გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პედაგოგებს სიტყვით მიმართა ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. ,,ჩენთვის მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ნაშრომში მოცემული პედაგოგიკური მიდგომებისა და ლიცეუმის სპეციფიკის ისეთი ჰარმონიული სინთეზი, რომ აქ მიღებული განათლების ხარისხი თანხვედრაში იყოს ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებთან. ლიცეუმი ყოველთვის უნდა პასუხობდეს განათლების თანამედროვე გამოწვევებს. კარგად მესმის, რომ სწავლება შემოქმედებითი და რთული პროცესია, რომელიც დიდ პროფესიონალიზმს, ძალისხმევას, ენერგიას, კრეატიულობას მოითხოვს. ამ პროცესში მე ვიქნები თქვენთან ერთად. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას.”-განაცხადა მან სიტყვით გამოსვლაში.

ფოტო გალერეა