საახალწლო ღონისძიება 12/28/2018 12:00 AM

   ლიცეუმში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ლიცეუმის თანამშრომლები და სამივე სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ. ლექსებით, სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრებითა და სიმღერებით მიულოცეს კადეტებმა დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას. მათ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სანახაობით ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. წლევანდელი ღონისძიება დატვირთული იყო საკონკურსო ნომრებითაც. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნახატის შემქმნელი, საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებელი და სახალისო-ინტელექტუალური ვიქტორინის გამარჯვებული. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია, ქართულის პედაგოგი ნინო დანგაძე, ხელოვნების პედაგოგი თეა სულაბერიძე და კადეტთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინო ციცქიშვილი. საუკეთესო ნახატის ავტორი გახდა გიორგი მიქავა, საუკეთესო მუსიკოს შემსრულებელი - ლაშა ხარაზიშვილი, სახალისო -ინტელექტუალური ვიქტორინის გამარჯვებული კი გოჩა გულუა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით. ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიცეუმის დირექტორმა შალვა ძინძიბაძემ მიულოცა პირად შემადგენლობას დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა. კადეტთა პირად შემადგენლობას ლიცეუმის დირექციისაგან საახალწლო საჩუქრები გადაეცა. საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგი ნინო გედენიძე და ესთეტიკური აღზრდის ხელმძღვანელი მანანა რუხაია.

ფოტო გალერეა