საახალწლო ღონისძიება 12/29/2016 2:30 PM

   სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გაიმართა საახალწლო ღნისძიება. წარმოდგენილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამივე კურსის კადეტებმა. ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით-ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ.

   ღონისძიებაზე კარგად წარმოჩინდა კადეტთა სხავადსხვა შემოქმედებითი უნარები და მრავალფეროვანმა თვითშემოქმედებამ დადებითი განწყობა შექმნა. ღონისძიების დასარულს ლიცეუმის დირექტორმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული კადეტები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა და მიულოცა დამდეგი შობა–ახალი წელი.

ფოტო გალერეა