საადაპტაციო პერიოდი 09/01/2017

   პირველი სასწავლო კურსის კადეტებისათვის ორკვირიანი საადაპტაციო პერიოდი დაიწყო. აღნიშნული პერიოდი არ მოიცავს სასწავლო პროცესს. იგი სრულად დაეთმობა ახალი გარემოს შეგუებას, ლიცეუმში ცხოვრებისა და სამხედრო წესების გაცნობას. პირველივე დღეს კადეტებს სასწავლო კურსის უფროსმა კაპიტანმა გენადი ჯიბლაძემ მათი უფლება-მოვალეობები და უსაფრთხოების წესები გააცნო. აუხსნა, რომ მათთვის ლიცეუმში შექმნილია უსაფრთხო, ჯანსაღი და წახალისებაზე ორიენტირებული გარემო.

   საადაპტაციო პერიოდი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. კადეტები თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან სასწავლო წლის დაწყებას. მანამდე კი გადიან დაწყებითი სამხედრო პროგრამით გათვალისწინებულ სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას.

   წელს, ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, რომელთაგან 25 გოგონაა. ისინი უსასყიდლოდ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამხედრო და სპორტული ინვენტარით, სასწავლო მასალებით, სამედიცინო მომსახურებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.

ფოტო გალერეა