საადაპტაციო პერიოდი 09/01/2019 12:00 AM

   კადეტები საადაპტაციო პერიოდს გადიან საადაპტაციო პერიოდს სამივე სასწავლო კურსის კადეტები გადიან. მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებითი სამხედრო პროგრამით გათვალისწინებულ სამწყობრო და ფიზიკურ მომზადებას, ასევე, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. ლიცეუმის სამართლებრივ რეგულაციებზე კადეტებს იურისტი დავით ლომსიანიძე ესაუბრა. მოგვიანებით კი მათ შეკითხვებს უპასუხა. პირველი სასწავლო კურსის კადეტებთან შეხვედრები ჰქონდათ ლიცეუმის ფსიქოლოგს ინგა თვარაძეს და ლიცეუმის კაპელანს დავით იობიძეს. კადეტებმა ფსიქოლოგიური ტესტიც გაიარეს. ფსიქოლოგის თქმით ტესტი ამოწმებს მოსწავლეთა მზაობას აღნიშნული გარემოსადმი, მათ ემოციურ მდგრადობას და წონასწორობას. კადეტთა საადაპტაციო პერიოდი 15 სექტემებერს დასრულდება, რის შემდეგაც ისინი სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

ფოტო გალერეა