რუსული ენის მასწავლებლის ვაკანსია 12/09/2021 4:34 PM

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს რუსული ენის (არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე) მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

მსურველებმა გთხოვთ, 2021 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით განაცხადები (ფორმა)  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected] , ასევე შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
2. გასაუბრება/ტესტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2021 წლის 21 დეკემბერს, ხოლო გასაუბრება /ტესტირება 2021 წლის 22 დეკემბერს 12:00 საათზე.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებასა და ტესტირებაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. უმაღლესი განათლების ქონა ( კვალიფიკაცია/ხარისხი);
  2. მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/ წამყვანი/მენტორი);
  3. სერტიფიკატები;
  4. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლები 3 წლისა;
  5. პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
  6. ტრენინგები, სწავლებები;
  7. ჯილდოები ( მადლობა/წახალისება);
  8. უწყვეტი პროფესიული სტაჟი;
  9. პროფესიული აქტივობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14