რობოტექნიკის ბანაკში მოსწავლეთა მეორე ნაკადი 07/23/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეორე ნაკადი ესტუმრა. ბანაკში პირველი დღე ძირითადად გაცნობითი ხასიათისაა. მოსწავლეები ეცნობიან თავიანთ ლიდერებს, უსაფრთხოების წესებსა და საბანაკე ცხოვრების პროგრამას. მოსწავლეთა მეორე ნაკადი გამორჩეულია, რადგან ქართველ მოსწავლეებთან ერთად, თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე 80 ახალგაზრდა დაისვენებს. რობოტექნიკის ბანაკი ერთ ნაკადზე ორასოთხმოცდაათამდე მოსწავლეს მასპინძლობს. ისისნი თორმეტ გუნდად არიან დანაწილებული. თითოეულ გუნდი ერთმანეთისაგან მაისურის ფერით, გუნდის სახელითა და ე.წ „შეძახილით“ არის გამორჩეული. ყოველ გუნდს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის შედეგად შერჩეული ორი ლიდერი ჰყავს. მოსწავლეები ბანაკში მოსვლის მეორე დღიდან აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამით გათვალისწინებულ შემეცნებით და გასართობ პროგრამებში.

ფოტო გალერეა