რობოტექნიკის ბანაკში მოსწავლეთა მეორე ნაკადმა დასკვნითი კონცერტი გამართა 07/29/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში მოსწავლეთა მეორე ნაკადმა დასკვნითი კონცერტი გამართა. ახალგაზრდებმა საქართველოს კუთხეების მიხედვით სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს. მოსწავლეების წინაშე ლამაზი და შთამბეჭდავი ნომრით ლიდერებიც წარსდგნენ. მათ ,,აფხაზეთი საქართველოა“ ამ სახელწოდებით პერფომანსი მოაწყვეს. ღონისძიებაზე სპორტული ოლიმპიადის, საუკთესო მსროლელ და ,,რობოტების შეჯიბრის“გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოებაც მოეწყო. გამარჯვებული მოსწავლეები ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან მიქიაშვილმა, სამეურნეო განყოფილების უფროსმა მაიორმა ვანო ჩიხლაძემ, დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის ინსტრუქტორმა მაიორმა გიორგი ცუცქირიძემ და ბანაკის თანამშრომლებმა დაჯილდოვეს.

ფოტო გალერეა