რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა პირველი ნაკადი დაემშვიდობა 07/24/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა პირველი ნაკადი დაემშვიდობა. ბანაკის ბოლო დღეს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. საღამოს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე ესწრებოდა.
   მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების მიხედვით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი და პერფომანსი წარმოადგინეს. ღონისძიებაზე ასევე სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება მოეწყო. გამარჯვებული მოსწავლეები ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
   საფინალო ღონისძიება ემოციური აღმოჩნდა. მოსწავლეები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო