რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეორე ნაკადი ესტუმრა 07/26/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეორე ნაკადი ესტუმრა. ნაკადი გამორჩეულია იმ კუთხით რომ, ქართველ მოსწავლეებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც არიან. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. უკვე მეორე დღიდან მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ ბანაკის პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში. მათთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ, ,,სწავლა-კეთების“ მეთოდით ჩატარებული ელექტრონიკისა და სამხედრო გაკვეთილები საინტერესო აღმოჩნდა. საღამოს ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც თორმეტი სხვადასხვა ქევყანა იყო წარმოდგენილი.

ფოტო გალერეა