რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეხუთე ნაკადი ესტუმრა 08/14/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა ბოლო, მეხუთე ნაკადი ესტუმრა რობოტექნიკის ბანაკი მოსწავლეთა ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ახალგაზრდებმა რეგისტრაცია და სამედიცინო შემოწმება გაიარეს. შემდგომ კი თორმეტ გუნდად გადანაწილდნენ, გაეცნენ თავიანთ ლიდერებს, ბანაკის წესებსა და სასწავლო პროგრამებს. საღამოს ლიდერები მოსწავლეების წინაშე სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრით წარდგნენ. ბანაკში პირველი დღე ძირითადად გაცნობითი ხასიათისაა. შემდგომი დღეები დატვირთულია კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით. ყოველი დღე რეფლექსიით სრულდება. თორმეტივე გუნდის ყოველი წევრი, თავიანთ ლიდერებთან ერთად, განიხილავს და საუბრობს განვლილი დღის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ფოტო გალერეა