რობოტექნიკის ბანაკის სწავლებები 07/20/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში აქტიურად მიმდინარეობს პროგრამით გათვალისწინებული სწავლებები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტროდეტალების შექმნაში, სიმულაციურ სროლებში, გაეცნენ იარაღის დაშლა-აწყობისა და სროლის წესებს. ახალგაზრდებს დღის პირველ ნახევარში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობის დახმარებით ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედროს გაკვეთილები უტარდებათ. დღის მეორე ნახევარი კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობებით არის დატვირთული.

ფოტო გალერეა

ვიდეო