რობოტექნიკის ბანაკის სასწავლო პროგრამები 07/25/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში სასწავლო პროგრამას მოსწავლეთა მეორე ნაკადი გადის. სწავლება ხორციელდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტრენერ-ინსტრუქტორებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ. სასწავლო პროგრამა რამდენიმე მოდულისაგან შედგება და სწავლა მიმდინარეობს ყოველგვარი თეორიის გარეშე, „სწავლა-კეთების“ პრინციპით. ელექტრული სქემების მიხედვით მოსწავლეები თავად ქმნიან პატარა პროექტებს. ისინი გადიან ლექციებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ტოპოგრაფია, კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი, დროშა, ჰიმნი, გერბი. ეცნობიან სროლის წესებს, სწავლობენ იარაღის დაშლა-აწყობას და ახორციელებენ სიმულაციურ სროლებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან. დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდები ჩართული არიან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილ ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტივობებში.

ფოტო გალერეა