რობოტექნიკის ბანაკის მესამე ნაკადი... მეოთხე დღე 08/03/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში შეიარაღებული ძალებისა და ინტელექტის დღე გაიმართა. დღე შეიარაღების გამოფენითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ლექციებით დაიწყო. შემდეგ კი მოსწავლეთა თორმეტი გუნდი ერთმანეთს სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში შეეჯიბრა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან გადაეცათ დიპლომები. მეოთხე დღე ბანაკში ინტელექტუალური თამაშით - ,,რა?სად?როდის? დასრულდა.

ფოტო გალერეა