„რობოტექნიკის“ ბანაკი საზეიმოდ დაიხურა 08/19/2019 12:00 AM

   „რობოტექნიკის“ საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა ლიცეუმში რობოტექნიკის ბანაკის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა. საღამოს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ასევე მეექვსე საარტილერიო ბრიგადის მეთაური ვიცე- პოლკოვნიკი თეიმურაზ კვინიკაძე, მეორე ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა და ლიდერებმა სტუმრებს ლამაზი სანახაობებით დატვირთული ღონისძიება წარუდგინეს. დასასრულს ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიგა გაბელაიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და რობოტექნიკის ბანაკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „რობოტექნიკის“ ბანაკი მოსწავლეებს სახედლმწიფო ჰიმნითა და ფოიერვერკებით დაემშვიდობა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი რობოტექნიკის ბანაკს ერთობლლივად ახორციელებდა. მოსწავლეებმა დასვენებასთან ერთად, მიიღეს ცოდნა და გამოცდილება როგორც რობოტექნიკის ასევე, სამხედრო მიმართულებით.

ფოტო გალერეა

ვიდეო