„რობოტექნიკის ბანაკი 2017“ 07/23/2017

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.

„რობოტექნიკის ბანაკი 2017“ ლიცეუმში 23 აგვისტოს ჩათვლით დარჩება. ყოველი ერთი კვირის შემდეგ მოსწავლეთა ნაკადი განახლდება. თითოეულ ნაკადში 300 მოსწავლეა. მათთვის მთელი კვირის განმავლობაში გაწერილია საინტერესო, მრავალფეროვანი, შემცნებითი და გასართობი აქტივობები. პროგრამის ფარგლებში მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ლიცეუმის საქმიანობისა და პირობების შესახებ, ასევე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს სთავაზობენ საცეცხლე მომზადების პროგრამას - „საცეცხლე მომზადება AK-74“, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა