რობოტექნიკისა და ელექტრონიკის გაკვეთილი 05/12/2022 5:25 PM

ლიცეუმში კადეტები რობოტექნიკისა და ელექტრონიკის საგანს სწავლობენ.
 
„სწავლა კეთებით“- ამ მეთოდზე დაფუძნებული სასწავლო მოდული კადეტებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად დაეუფლოს ელექტრონიკისა და პროგრამირებისთვის საჭირო აუცილებელ, საბაზისო უნარ-ჩვევებს. რობოტექნიკის ლაბორატორიაში არსებული ელექტრული კომპონენტებისა და პროგრამირებადი დაფების დახმარებით კადეტები ქმნიან სხვადასხვა პროექტებს, სწავლობენ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რობოტების მართვას.
 
რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სასწავლო მოდულს უძღვებიან საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები: გიორგი ჩაჩუა და თემურ სახელაშვილი.
 
ფოტო გალერეა