რობოტების შეჯიბრი და დაჯილდოების ღონისძიება 08/18/2019 12:00 AM

   დღეს რობოტექნიკის ბანაკში მხიარული თამაში „რობოტების შეჯიბრი“ გაიმართა. თამაშს უძღვებოდა და მოსწავლეთა განწყობაზე ზრუნავდა რობოტექნიკის პედაგოგი თემურ სახელაშვილი. მოსწავლეები თამაშის წესების თანახმად რვაწევრიან გუნდებად გადანაწილდნენ. შეჯიბრში გამოყენებული იყო ექვსფეხა რობოტი, ჰუმანოიდი და რობოტი „როლი“. მოსწავლეებს რობოტების მართვა, საქართველოს დროშის ბოლო წერტილამდე მიტანა და ჰუმანოიდისთვის გადაცემა ევალებოდათ. თამაშის მთავარი პრინციპი დავალების მცირე დროში და სწორად შესრულება იყო. გამარჯვებული გუნდის წევრები, ადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებით. დღესვე დაჯილდოვდნენ სამხედრო სწავლებების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები, ასევე, სამხედრო ელემენტებისაგან შემდგარი დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გამარჯვებული მოსწავლეები. მათ დამსახურებული სიგელები სერჟანტმა ირაკლი ქართველიშვილმა გადასცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა

ვიდეო