რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 03/27/2018 12:00 AM

   მესამე სასწავლო კურსის კადეტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ელექტრონულ რეგისტრაციას გადიან. წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 68 აბიტურიენტი ჰყავს. მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას აფინანსებს და რეგისტრაციას უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილია გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, 30 მარტამდე აბიტურიენტები აფიქსირებენ პირად მონაცემებს, საგამოცდო ქალაქსა და ჩასაბარებელ საგნებს. 30 მარტის შემდეგ, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის ჩათვლით შეეძლებათ გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა

ფოტო გალერეა