დღეს კადეტები რაგბის ფინალურ თამაშს დაესწრნენ.
"დიდი 10"-ის ფინალური თამაში ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს "აია" და "ბათუმი" დაუპირისპირდნენ.
ქუთაისის „აიამ“ გადამწყვეტ თამაშში "ბათუმი" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
კადეტებთან ერთად თამაშს ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სპორტის სპეციალისტი კობა ვერულაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
კადეტები ფინალურ თამაშზე ქუთაისის მერიამ მიიწვია.