რა? სად? როდის?-რობოტექნიკის ბანაკის მეორე ნაკადი 07/27/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? გაიმართა. მასში ექვსი წევრისაგან შემდგარმა თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის დაწყებამდე მოაზროვნეებს ერთ-ერთი ლიდერი ბროლის ბუს ამპულაში მოევლინა. ის მთელი თამაშის მსვლელობისას ამხნევებდა მათ. ინტელექტუალური საღამო მართლაც საინტერესოდ წარიმართა. მოწინააღმდეგეთა შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. წესების დარღვევისათვის ერთ-ერთი გუნდი თამაშიდანაც კი მოიხსნა. მოსწავლეთა წინააღმდეგ მომავლის ბანაკის პროგრამულმა მენეჯერებმა, ლიდერებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა ითამაშეს. გუნდები სხვადასხვა სფეროებიდან შერჩეულ კითხვებს პასუხობდნენ. წამყვანმა სულ 14 შეკითხვა დასვა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგანაც მეოთხე, მერვე, მეთორმე და მეთერთმეტე გუნდები თანაბარი ქულებით ლიდერობდნენ. ამიტომაც დაინიშნა დამატებითი ტური. გუნდების მხარდასაჭერად გადამწყვეტ ტურში ლიდერთა გუნდი ჩაერთო. საუკეთესო მოაზროვნე გუნდის გამოსავლენად რამდენიმე კითხვა გახდა საჭირო. საბოლოოდ, მოაზროვნის ტიტული მერვე გუნდმა-„ჰალკი“ მოიპოვა.

ფოტო გალერეა