„რა?სად?როდის?“ 07/26/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის? " გამართა. შეჯიბრს, რომელშიც მოსწავლეთა მეორე ნაკადის თორმეტივე გუნდი მონაწილეობდა, ბანაკის ლიდერი ანასტასია გურასბაშვილი უძღვებოდა. თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ერთ-ერთი გუნდი წესების დარღვევისათვის კონკურსს გამოეთიშა კიდევაც. თამაშში მოსწავლეების გასამხნევებლად ლიდერების გუნდი ჩაერთო. საბოლოოდ გამარჯვება მეშვიდე გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულები რობოტექნიკის ბანაკის პროგრამულმა მენეჯერმა სოფო ცირგაიამ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

ფოტო გალერეა