რა?სად?როდის? 07/19/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშს ბანაკის ლიდერი ალექსანდრე ხუხუშვილი უძღვებოდა. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 გუნდი დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გუნდები ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ. საბოლოოდ გამარჯვება მეშვიდე გუნდმა მოიპოვა. გუნდის წევრები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ფოტო გალერეა