ქუთაისი კითხულობს ვეფხისტყაოსანს 12/24/2019 12:00 AM

   კადეტები სალომე დავითულიანი, ლუკა ჩადუნელი და რომეო ბედენაშვილი პროექტის „ქუთაისი კითხულობს ვეფხისტყაოსანს“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და გადაღებული ვიდეორგოლის პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ყველა ის პროექტი, რომელიც ქუთაისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორები და პროექტში ჩართული მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა