პირველი სასწავლო კურსის კადეტი ხატია მალიშავა კონკურსის -„ქუთაისის მატიანე“ საპრიზო ადგილის მფლობელია.
კონკურსი, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას. კონკურსის თემატიკა მოიცავდა ქუთაისის ისტორიას XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე.
კადეტმა ხატია მალიშავამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, რისთვისაც კონკურსის ორგანიზატორებისაგან სიგელით, წიგნითა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა. კადეტს ფასილიტაციას უწევდა ისტორიის მასწავლებელი ზინა ბუბუტეიშვილი.
ღონისძიებას ქუთაისის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.