ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე 03/12/2019 12:00 AM

   დღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. ის აუდიტორიის წინაშე სპეციალური მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა თემაზე: “ქართული არმია -ეროვნული სიძლიერის ინსტრუმენტი“. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ომარ ნიშნიანიძე და სულხან კუპრაშვილი, საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, პროფესორი გრიგოლ ქობალიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის მცველი თამარ კუკულდავა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობის“ მიერ.

ფოტო გალერეა