ქართული ენის დღე 04/21/2021 3:27 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გრძელდება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ წარმოადგინა სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ღონისძიება, სახელწოდებით „ქართული ქართველთ რწმენაა “, რომელშიც პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა. იგი მოიცავდა შემეცნებით, მხატვრულ განყოფილებებსა და სახალისო ვიქტორინას. დასაწყისში ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე, აუდიტორიის ჩართულობით, საინტერესო ლექცია წაიკითხა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო დანგაძემ.
 
კადეტებმა შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს თემებზე: "გრაკლიანის საიდუმლოება", "პანდემიასთან დაკავშირებული ნეოლოგიზმები," " ბიბლიური სახე-სიმბოლოები ხალილ ჯიბრანის ,,წინასწარმეტყველის“ მიხედვით."
ქართული ენის სილამაზე, დახვეწილობა და სიძველე შთამბეჭდავად წარმოჩნდა კადეტთა მიერ წაკითხულ ლექსებში. ღონისძიება სახალისო ვიქტორინით , „ჭკუა ურჩევს, ენა იტყვის“, დასრულდა.
 
ფოტო გალერეა