ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი 04/01/2019 12:00 AM

   კადეტები ქუთაისში გამართულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ორდღიანი ფორუმს დაესწრნენ. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი თამაშები, მოეწყო მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფორუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ,,ქალები მომავლისათვის“ ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან დამწყებ მეწარმე ქალთა კავშირების გაუმჯობესებას.

ფოტო გალერეა