"პროფესია ოფიცერი, ლეიტენანტობიდან გენერლობამდე" 12/15/2021 6:14 PM

"პროფესია ოფიცერი, ლეიტენატობიდან გენერლობამდე"- ამ თემაზე შეხვედრა შედგა მესამე სასწავლო კურსის კადეტებთან.

შეხვედრას მესამე სასწავლო კურსის უფროსი, მაიორი გენადი ჯიბლაძე უძღვებოდა. მან კადეტებს ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობის, ვალდებულებებისა და კარიერული განვითარების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირად მაგალითზე, ცხადად და ნათლად დაანახა კადეტებს ის უპირატესობები, რომელიც ამ პროფესიას ახლავს, არგუმენტირებულად, კონკრეტული მაგალითებით აუხსნა თუ რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ სამხედრო სფერო.

"თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს განათლებული, კვალიფიციური და პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები. შემუშავებულია სამხედრო განათლების სტრატეგია და ამოცანები, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები კარიერულ განვითარებას გადიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ"- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. 

 

ფოტო გალერეა