პროექტის პრეზენტაცია 02/02/2016 5:02 PM

   2016 წლის 2 თებერვალს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „etwinning“-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „Oh! Oh! Oh! It's Christmas Time“ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა.

   „eTwinning“ - ის პროგრამა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შექმნილია ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად, სადაც მასწავლებლებს და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ.  

   პროექტის მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები და ამ გზით ხელი შეუწყოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

   ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩართულია ლიცეუმის მასწავლებლები: ბესიკ მაჩიტაძე, ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე და თეა სულაბერიძე. პროექტში ჩართულმა კადეტებმა დაამზადეს საახალწლო მისალოცი ბარათები და გაგზავნილ იქნა ადრესატთან ფოსტის მეშვეობით. მსგავსი ბარათები მიიღეს კადეტებმა სხვადასხვა ქვეყნის (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, მოლდოვა, უკრაინა) მოსწავლეებისგან. ასევე კადეტებმა ინგლისურ ენაზე მოამზადეს პრეზენტაცია თუ როგორ აღნიშნავენ შობას და ახალ წელს საქართველოში და იგი განთავსებულ იქნა ვირტუალურ სივრცეში Twinspace. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს კადეტებს გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა და ისტ-ის უნარჩვევები.

ფოტო გალერეა