პროექტი - ყველაზე წიგნიერი 02/01/2019 12:00 AM

   კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში-,,ყველაზე წიგნიერი“. ყველაზე წიგნიერი ეს არის ინტელექტუალური თამაში, რომელიც სამი ტურისაგან შედგება და იგი საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. მოსწავლეები გუნდური თამაშის პრინციპით წინასწარ შერჩეული რამდენიმე წიგნის მიხედვით შედგენილ კითხვებს პასუხობენ. კადეტთა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ლილუაშვილი, ანანაო კუბლაშვილი, ანა გორგაძე, დიანა მუშკუდიანი და გიორგი ციცაგი, სამოცდაათამდე სკოლის გუნდს შორის იბრძვის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. მათ წინ კიდევ ორი ტური ელოდებათ. კადეტებს ხელმძრვანელობენ პედაგოგები ნინო დანგაძე და ელენე კოხრეიძე. „ყველაზე წიგნიერი“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტია, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ვიქტორინების, კონკურსებისა და გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით.

ფოტო გალერეა