პროექტი-„ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა“ 12/24/2018 12:00 AM

   მესამე სასწავლო კურსის კადეტმა ოთარ კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო პროექტში: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა“. პროექტი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შედგა და გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სასახლის ხელმძღვანელი მარინა მარჯანიშვილი, მსახიობი კახა მიქიაშვილი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების კულტურის განყოფილების უფროსი თამარ რეხვიაშვილი და გაერთიანების მთავარი სპეციალისტი ლია გელენიძე. პროექტი მრავალწლიანია და მასში მონაწილეობას ღებულობენ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული მოსწავლეები. მათ ყოველწლიურად ვეფხისტყაოსნის თითო სტროფი გადააქვთ თაბახის ფურცლებზე. საბოლოოდ კი შექიმნება „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნი. პროექტის იდეის ავტორის მარინე მარჯანიშვილის თქმით წიგნი გახდება წარმატებულ მოსწავლეთა ხელნაწერების რელიქვია.

ფოტო გალერეა