პროექტი "ვიფიქროთ წაკითხულზე" 11/09/2021 9:43 AM

დღეს კადეტთა კლუბში პროექტის „ვიფიქროთ წაკითხულზე“ პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, კადეტთა ლიტერატურული კლუბის წევრები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
პროექტი კადეტთა ლიტერატურული კლუბის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობას მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტები ღებულობდნენ. მონაწილეებმა წინასწარ შერჩეული რამდენიმე მწერლის ნაწარმოებებში წარმოდგენილი საკვანძო საკითხები განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს(https://bit.ly/3wt4nsm).
შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. პროექტის ორგანიზატორების მიერ ნაჩვენები იქნა რეჟისორ გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმი „8 წუთი“. ფილმის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს და განიხილეს ფილმში მოცემული აქტუალური თემები.
პროექტი „ვიფიქროთ წაკითხულზე“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის სოფიკო ცხელიშვილის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი (https://bit.ly/3D3U54u) მიზნად ისახავს კადეტთა თვალსაწიერის გაფართოებას და მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.
დასასრულს კადეტთა ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა, ქართული ენის პედაგოგმა ლალი ლარცულიანმა მომდევნო შეხვედრისთვის განსახილველად კლუბის წევრებს შესთავაზა მარტენ პაჟის ნაწარმოები „როგორ გავხდი იდიოტი“(https://bit.ly/3CZLAal).
„წავიკითხოთ, ვიფიქროთ, ვისაუბროთ“- კადეტთა ლიტერატურული კლუბის დევიზია და მიზანდ ისახავს კლასიკური და თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/31EIQkV
 
ფოტო გალერეა