პროექტი „შეიცან სამშობლო შენი“ 04/22/2019 12:00 AM

   სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში მეორე სასწავლო კურსის მეორე და მეოთხე სასწავლო ჯგუფების კადეტები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე. მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტებმა მოინახულეს ზარზმის, ჭულესა და საფარის მონასტრები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საგამოფენო დარბაზი, ასევე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტები კი იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. გასვლითი აქტივობა გრძელვადიანი სადამრიგებლო პროგრამის - ,,შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში განხორციელ და მას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნინო დანგაძე და ელენე კოხრეიძე.

ფოტო გალერეა