პროექტი - „მთას ვუბრუნდებით შვილები“ 11/22/2016 12:56 PM

   კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 20 ნოემბერს, პროექტის - „მთას ვუბრუნდებით შვილები“ - ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა. პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის საშუალო საფეხურის 70-მდე მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასვლის უფლება მხოლოდ 37-მა საუკეთესო ნამუშევრის ავტორმა მოიპოვა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეებს 10-15 წუთიან ვიდეორგოლში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები ჰქონდათ წარმოდგენილი. წესების თანახმად, მონაწილეებმა პრეზენტაციისას ვიდეოში ნაჩვენები პრობლემების გადაჭრის გზები დაასაბუთეს და დისკუსია გამართეს. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, 37 საუკეთესო ნამუშევრიდან, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა. პირველი ადგილი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტმა მიხეილ გოგორელიანმა დაიკავა და მას საჩუქრად ტექნიკის მაღაზია „ალტაოქეის“ სამასლარიანი ვაუჩერი გადაეცა. (პროექტის ხელმძღვანელები: ქალთამზე მელქაძე, მურმან სურმავა). კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა თემატიკაზე უკვე მესამე წელია აქტიურად ატარებს.

ფოტო გალერეა