პროექტი -„მომავლის ელჩები“ 11/26/2020 12:00 AM

ლიცეუმში პროექტ - „მომავლის ელჩები“ მეორე ეტაპი განხორციელდა.
 
მესამე სასწავლო კურსის კადეტმა საბა კაპანაძემ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ხოლო ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №1 სასწავლებლის მოსწავლემ ლილე ვასაძე ევროკაშვირის შესახებ პირველი სასწავლო კურსის კადეტებისათვის პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს, პრეზენტატორებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს და უკუკავშირი მიიღეს.
 
შეხვედრას ხელმძღვანელობდა პროექტის კოორდინატორი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
 
„მომავლის ელჩები“ გრძელვადიანი პროექტია და მასში ქუთაისის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მესამე სასწავლო კურსის კადეტები საბა კაპანაძე და მევლუდ თვალავაძე არიან ჩართულები.
 
პროექტი თითქმის ერთი წელია ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, საქართველოს თანამშრომლობის ეტაპებს, მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირში განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმის შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე, გაეცნენ ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობებს. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები თავიანთი სკოლების მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.
 
„მომავლის ელჩები“ -ს ახორციელებს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის იმერეთის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.