პროექტი-"ხელთუქმნელი სილამაზის კვალდაკვალ" 03/17/2021 7:51 PM

დღეს ლიცეუმში პროექტის-“ხელთუქმნელი სილამაზის კვალდაკვალ“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია, სამხედრო მოსამსახურეები, პედაგოგები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები დაესწრნენ.

პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაცული ტერიტორიების, კანიონების, მღვიმეებისა და საკურორტო ზონების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი აქტივობები და პრეზენტაციაში წარმოდგენილი გეოგრაფიული ადგილების შესწავლა.

პროექტი, რომელიც გრძელვადიან ხასიათს ატარებს,  პედაგოგ მურმან სურმავას ორგანიზებით ხორციელდება.

https://bit.ly/2OzIJBj

Photo Gallery