პროექტი - "კადეტი ექიმები" 04/24/2019 12:00 AM

   "კადეტი ექიმები"- ამ პროექტის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ გინეკოლოგი სალომე ტყაბლაძე და პედიატრი ნონა პაპიძე. ისინი კადეტ გოგონებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: დარეჯან კიკვაძე, ქეთევან ფესტვენიძე და ელენე კოხრეიძე. ლიცეუმში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს გრძელვადიანი პროექტი ,,კადეტი ექიმები“, რომლის ფარგლებში კადეტებისათვის იგეგმება სხვადასხვა მიმართულებების ექიმებთან შეხვედრები. პროექტის მიზანია კადეტთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება ამა თუ იმ დაავადების, მათი გავრცელების, გამომწვევი მიზეზებისა და თავიდან აცილების გზების შესახებ.

ფოტო გალერეა