პროექტი იდებატე 05/22/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა პროექტ -“იდებატეს“ შესარჩევ ტურს უმასპინძლა. პროექტის 2019 წლის გაზაფხულის შესარჩევი ტური კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შედგა. მასში მონაწილეობა მიიღო ოცდაოთხმა მოდეებატემ, რომელთა შორის იყვნენ კადეტები. მოდებატეები შეჯიბრის პრინციპიდან გამომდინარე განაწილებული იყვნენ გუნდებად და ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას. საბოლოოდ სპეციალურად შერჩეული მსაჯების მიერ გამოვლინდა საუკეთესო სპიკერი და 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ნახევარფინალურ ტურში. საუკეთესო სპიკერად დასახელდა კადეტი დავით გეგუჩაძე, საუკეთესო გუნდებად კი: -დავით გეგუჩაძე, საბა კაპანაძე (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) -გიორგი ციცაგი, მარიამ ლილუაშვილი (კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) -მარიამ სხვიტარიძე, სესილი გოგიბერიძე (სამტრედიის №1 და №10 სკოლები) -ბექა გელაშვილი, დიანა მუშკუდიანი (ქუთაისის №37 სკოლა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) . მონაწილეებმა შესარჩევი ტურის ჩატარებამდე ტრენინგი გაიარეს და გაეცნენ საპარლამენტო სტილით დებატების ტექნიკას. პროექტ “იდებატეს“ იმერეთის შესარჩევი ტურების მხარდამჭერი არის ქუთაისის მერია და ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი ბატონი მერაბ კვიცარიძე. პროექტი 2017 წლიდან საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ ტარდება და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოზარდებში დებატების კულტურისა და კრტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას.

ფოტო გალერეა