პროექტი - "გენდერი საქართველოს თავდაცვის ძალებში“ 04/06/2022 10:38 AM

ლიცეუმში პროექტი - „გენდერი საქართველოს თავდაცვის ძალებში“ განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტებმა.

პროექტის ფარგლებში კადეტებმა მოიძიეს და განიხილეს გენდერული ბალანსის საკითხები როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების თავდაცვის ძალებში. მათ პრეზენტაციაში წარმოდგენილი ჰქონდათ უძველესი პერიოდის, სამეფო კარის მებრძოლი ქალების შესახებ ინფორმაცია.

პროექტის პრეზენტაციამდე კადეტებმა ლიტერატურული წარმოდგენა - „ქეთევან დედოფალი“ გამართეს.

ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი მასწავლებელი ნინო დანგაძეა, მუსიკალური ხელმძღვანელი კი ნინო გედენიძე.

საგანმანათლებლო ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქალთამზე მელქაძე.

პროეტის მონაწილეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/DFrTyWO

ფოტო გალერეა