პროექტი - „FM კადეტები“ 01/23/2019 12:00 AM

   ლიცეუმში კიდევ ერთი ახალი პროექტის - ,,FM კადეტები“ განხორციელება დაიწყო. კადეტებს საკუთარი შიდა რადიომაუწყებლობა აქვთ. ისინი თავად უზრუნველყოფენ გადაცემის წაყვანას, საეთერო მასალის მომზადებასა და ტექნიკურ გამართულობას. რადიო დატვირთულია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი, საგანმანათლებლო და კულტურული რუბრიკებით. პროექტის ფარგლებში კადეტები დღეს რადიო „ძველ ქალაქს“ ესტუმრნენ. მათ ძველი ქალაქის ჟურნალისტმა მაია სურმავამ მასტერკლასი ჩაუტარა და ის რჩევები მისცა, რომელიც საჭიროა ამ სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის.

ფოტო გალერეა