პროექტი ფიქრები თავისუფლებაზე 06/14/2019 12:00 AM

   კადეტთა კლუბში ლიტერატურული პროექტის “ფიქრები თავისუფლებაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კადეტებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი კრებული სახელწოდებით “ფიქრები თავისუფლებაზე“. პიროვნული და ეროვნული თავსიუფლება – ეს ის თემაა, რომელზედაც მათ სხვადასხვა მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტები ქართული თუ უცხოური ლიტერატურიდან მოიძიეს, დაამუშავეს და კრებულის სახით გამოსცეს. კრებული ორ ნაწილად იყოფა, რომლის მეორე ნაწილშიც ამავე თემაზე შექმნილი კადეტთა ნამუშევრებია წარმოდგენილი. პროექტზე მუშობდნენ მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტები. მათ ფასილიტაციას უწევდა პედაგოგი ნინო დანგაძე.

ფოტო გალერეა